Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ტეხასის უნივერსიტეტში ნამყოფ დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტურის სტიპედიატს შეხვდა

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია იმ დოქტორანტებს და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიანტს შეხვდა, რომლებიც ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტში აკადემიური ასისტენტის თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მობილობისა და კვლევის ხელშეწყობის პროგრამის შედეგად შერჩეულ სტიპენდიატებს ამ მიმართულებით დასაქმება შესთავაზა. ჯაბა სამუშიამ არსებული ერთობლივი პროექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც აუცილებლად გაითვალისწინებენ სტიპენდიატთა გამოცდილებას.

მიმდინარე წელს თსუ-ს უკვე მეორე კოჰორტა ჰყავს ტეხასის უნივერსიტეტში. მობილობის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით გასულ წელს ექვსმა სტუდენტმა ისარგებლა, ყველა მათგანი სადოქტორო საფეხურზე, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით სწავლობს.

თარიღი: 31/07/2024